პროექტი

პროექტის  სახელწოდება: ,,უკანონო  თანაცხოვრება-ცოდვა  თუ ობიექტური  მიზეზებით  გამოწვეული   აუცილებლობა“.   
პროექტის  მთავარი  იდეა:
რისთვის  დასჭირდა  რუსთველს  „არაიდეალური  გმირის  პოზიტიური  შინაგანი  თვისებების,  ქმედებების,  ამ  ქმედებათა   შედეგებისა[შედეგი  ხომ  იყო   „ბოროტსა  სძლია  კეთილმან...“-ფატმანის   შემთხვევაში ] და  იდეალური  გმირის, ავთანდილის,  არაიდეალური
ქმედების[ჭაშნაგირის  ეპიზოდი]  ჩვენება.  დაარღვია  თუ  არა    მან  ამით  იდეალური   გმირის   სტერეოტიპი?

თემის    უკეთ  გასაცნობად   შევთავაზებ   მოსწავლეებს   პროექტზე  მუშაობას.
შევიმუშავებთ  ერთად  პროექტის  სამუშაო  გეგმას და  გადავანაწილებ   ჯგუფებში.
პროექტის  აქტუალობა:
პროექტის  თემა მნიშვნელოვანი  და  აქტუალურია,  რადგან  მოსწავლეებმა  უნდა  შეძლონ  მეტაკოგნაცია [ფიქრი  საკუთარ  მოქმედებასა და  მსჯელობაზე],  გმირის   დახასიათებისას  გამოიმუშაონ   დაკვირვების, კვლევის დისკუსიისა  კამათის, ლოგიკური   აზროვნების  ინფორმაციის  მოძიებისა  და  დამუშავების, დასკვნების  გამოტანის, პრეზენტაციის  უნარ- ჩვევები და, რაც  მთავარია, მიღებული  ცოდნა  გამოიყენონ  ცხოვრებაში,  ვინაიდან  ადამიანის  სწორად  შეფასება პოზიტიური  ურთიერთობების  საწინდარია. ეს  საკითხი კი  ყველა  ეპოქაში  მნიშვნელოვანი  და აქტუალურია.
პროექტის  მიზნები:
პროექტზე  მუშაობისას მინდა  ჩემმა  მოსწავლეებმა  მოახდინონ  პრობლემის  იდენტიფიცირება, ისწავლონ  გმირის დახასიათება [ამ  შემთხვებაში  ფატმან- ხათუნის] და მისი  პიროვნების  შეფასება, გამოიმუშაონ  რეფერატის წერის  უნარი.     მიიღონ
აქტიური  მონაწილეობა  დისკუსიაში, კამათსა  და  პრეზენტაციაში, გამოიმუშაონ  ზეპირი   კომუნიკაციის  სტრატეგიები, გამოიტანონ  ადეკვატური  დასკვნები.

მონაწილეთა  ასაკი: 16  წელი
ვადები/ ხანგრძლივობა:2თვე
მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:ამ პროექტის  შედეგად  შეიქმნება  კედლის  გაზეთი,  ბუკლეტი ,რეფერატი ,ფოტოალბომი, სლაიდები,  ფოტომასალა
და ვიდეომასალა.
პროექტისათვის  საჭირო   ძირითადი  რესურსები: ვიდეოკამერა, ინტერნეტი,  სახელმძღვანელო  და  დამხმარე  ლიტერატურა, კომპიუტერი, ციფრული  ფოტოაპარატი.
პროექტის  მსვლელობა[ძირითადი  აქტივობები]:
პროექტში   მონაწილე   მოსწავლეებს  ვყოფ  სამ  ჯგუფად.
პირველი  ჯგუფი  მოიძიებს   განსხვავებულ   შეხედულებებს  ფატმან- ხათუნის  შესახებ  , პრეზენტაციისათვის  წარმოაჩენს   მის პიროვნულ   თვისებებს  და  აქცენტებს    გააკეთებს      მის შინაგან  ღირსებებზე. ინფორმაციას   მოიძიებს  ინტერნეტსა  და  გია  მურღულიას  სახელმძღვანელოში.
მეორე  ჯგუფი   ინტერნეტში  მოიძიებს  ინფორმაციას  ბიბლიიდან   უკანონო  თანაცხოვრების   შესახებ  და  გაავლებს   პარალელებს  ავთანდილისა  და  ფატმანის  ურთიერთობასთან. გამოიყენებს   ,,ვეფხისტყაოსნის“
  სასკოლო  გამოცემას  ნ. ნათაძის  რედაქტორობით,თბ.,2008წ.
 მესამე  ჯგუფი  მოამზადებს  რეფერატს  იმის  შესახებ, რომ  უკანონო  თანაცხოვრება  ზოგჯერ  პიროვნების  ამაღლებაა საკუთარ  ნება-სურვილზე, რადგან  იგი  საჭიროა  ძალიან
მაღალზნეობრივი და  კეთილშობილური  მიზნის  მისაღწევად.
გაიმართება  შუალედური  პრეზენტაცია.
მოხდება  მოძიებული  ინფორმაციის  დამუშავება-დახარისხება.
შეხედულებათა  შეჯერებისათვის  მოვიწვევ  მოძღვარს, რომელიც   მოსწავლეებთან  საუბრისას  მიაწვდის  მათ   უკანონო  თანაცხოვრების  ბიბლიური  ეპიზოდების  მართლმადიდებლურ  ინტერპრეტაციას.
მოსწავლეებს   ვაძლევ  დავალებას  დაამზადონ  პროექტის  თემის  ამსახველი  კედლის გაზეთი,  ბუკლეტი  და   მოემზადონ    პროექტის  პრეზენტაციისათვის.
პროექტის  დასასრულს  გაიმართება   პროექტის  პრეზენტაცია  თემაზე:,,უკანონო  თანაცხოვრება-ცოდვა  თუ ობიექტური  მიზეზებით  გამოწვეული   აუცილებლობა“.    
საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფთან  კავშირი:ხელოვნება,  ისტ.
პროექტის  ხელმძღვანელი: მერი  წირღვავა
ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა meriwirgvava@gmail.com

პროექტის  ვებ- გვერდი/ ბლოგი: www.meriwirgvava.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий