გაკვეთილის გეგმები

+
გაკვეთილის  მთავარი   თემა
ფატმან   ხათუნი-გმირი თუ  ანტიგმირი?

სწავლების  საფეხური/მოსწავლეთა  პროფილი
მე-10 კლასი,31 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
საგაკვეთილო  თემა  მნიშვნელოვანი  აქტუალურია,  რადგან  მოსწავლეებმა  უნდა  შეძლონ  მეტაკოგნაცია -ფიქრი  საკუთარ  მოქმედებასა  დამსჯელობაზე.გმირის   დახასიათებისას  გამოიმუშაონ  დაკვირვების, კვლევის,  დისკუსიისა  და  კამათის,  ლოგიკური  აზროვნების,ადეკვატური   დასკვნების  გამოტანის  უნარ-ჩვევები, და რაც   მთავარია,მიღებული  ცოდნა გამოიყენონ  ცხოვრებაში, ვინაიდან  ადამიანის ქცევის   სწორად  შეფასება  პოზიტიური  ურთიერთობების  საწინდარია.ეს  საკითხი  კი  ყველა  ეპოქაში  მნიშვნელოვანი  და  აქტუალურია.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
მიზნები:ჩემი  მიზანია:
.მოსწავლეებმა   დაახასითონ  ფატმან-ხატუნი, შეზლონ   მისი  დადებითი   და უარყოფითი  თვისებების   გამოყოფა, ისწავლონ  გმირის  გარეგნული, სულიერი და მორალური  პორტრეტის  გამთლიანება, გამოიმუშაონ პრეზენტაციისა და ჯგუფური  მუშაობის  უნარ-ჩვევები, გამოიტანონ  ადეკვატური  დასკვნები, ისწავლონ დისკუსიისა  და  კამათის  წესები, ისწავლონ  იმ  ფაქტორების  გაანალიზება,  რომლებმაც  ხელი  შეუწყვეს   წარმატებას  ან  გამოიწვიეს  მარცხი, ითანამშრომლონ  ჩემთან , რათა  ერთობლივად  დავსახოთ  ხარვეზის  გამოსასწორებელი  გეგმა. 
ქარ.x.1მოსწავლეს  შეუძლია  მონაწილეობის  მიღება  საკლასო და სასკოლო დისკუსიებში; 
ქარ.x.2კამათის  დროს მოსწავლეს   შეუძლია   მიმართოს    შესაბამის  ტაქტიკას  და  დაიცვას  ქცევის  ეთიკური  ნორმები;
ქართ.x4-მოსწავლეს  შეუძლია  თანაკლასელტთა  ზეპირი მოხსენებების  გაანალიზება  და  შეფასება
ქარ.x5-მოსწავლეს  შეუძლია  ზეპირი  კომუნიკაცი.ის  სტრატეგიების   ამოცნობა  და  შესაბამისად  გამოყენება

 
წინასწარი  ცოდნა

შეფასების  საგანი  და  პროცედურები
ინდივიდუალური  მუშაობა,ჯგუფური  მუშაობა, პრეზენტაცია.შეფასება  მოხდება   წინასწარ  შემუშავებული   რუბრიკების   საშუალებით
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური   რესურსი

გაკვეთილის    მსვლელობა
A ფაზა-გამოწვევა

მოსწავლეებს ვახსენებ, რა ვიცით ფატმანის შესახებ, რომ შევძლოთ მისი პორტრეტის გამთლიანება.

კლასში   ვსვამ   კითხვებს:
1.       რა  ვიცით  ტექსტიდან  ფატმან  ხათუნის  შესახებ?მოსწავლეს
2.       თქვენი  აზრით , როგორ  შეიძლება  დავახასიათოთ  ადამიანი ,რომელიც  კონკრეტულ  სიტუაციაში ფატმანივით  იქცევა?
3.       თვალი მიადევნეთ, ფაქტობრივი მასალის  მიხედვით, იცვლება თუ არა რუსთველის  დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ?
4.       ფატმანის რომელ  თვისებებს გამოიტანდით ასოციაციურ რუკაზე?
        5.გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნის’’ გმირი  
            ქალი,რომელიც შეიძლება
            ჩაითვალოს მამაკაცთან უანგარო
            და უმწიკლო მეგობრობის
            მაგალითად.
          6.ასმათის რომელ თვისებებს
             გამოითტანდით ასოციაციურ
              რუკაზე.
           7.შეადარეთ ერთმანეთს ფატმანი
               და ასმათი. რა განსხვავებას და
               მსგავსებას ხედავთ მათ შორი?.
            8.რა მოუთხრო ავთანდილს
               გულანშაროელი ვაჭართუხუცესის
                მებაღემ.ფატმანის რომელი
               თვსებების გამოყოფა შეიძლება
               ამ მონათხრობიდან.აქერდან
                გამომდინარე,რა განსაზღვრავს
                ვაჭრული ურთიერთობის წესს
                და ვაჭრებისათვის
                დამახასიათებელი,ავთანდილისა-
                თვის მიუღებელი რა თვისება
                მჟღავნდება ეპიზოდში?
                 9. ფატმანის რა დავალება
                    შეასრულა ავთანდილმა,რატომ,
                    თქვენი აზრით,რა დაინახა ჭაშ-
                    ნაგირის ხასიათში ავთანდილ-
                    მა ისეთი,რამაც ფატმანის დავა-
                    ლების შესრულება გაუადვილა?
                 10.როგორი შთაბეჭდილება შეგექ-
                       მნათ ფატმანის სასიყვარულო
                        წერილის წაკითხვის შემდეგ
                        პერსონაჟზე?
                   11 .რა იხილა საერთო ლხინიდან
                        განაპირებულმა ფატმანმა?
                   12. როგორი გრძნობა გაუჩნდა
                        დანახვისთანავე ფატმანს ნეს-
                         ტანის მიმართ?თქვენი
                         აზრით,რა იყო ამის მიზეზი?
                    13. როგორ აღწერს ფატნმანი
                         კიდობნიდან ამოყვანილი ქა-
                         ლის მშვენებას?
                     14. რამდენჯერ იხსნა ფატმანმა
                          ნესტანი განსაცდელისაგან?
                          (გაიხსენეთ ეპიზოდები).
                     15.როგორ გამოიხატა უსენის
                         საქციელში(ფატმანის საიდუმ-
                          ლოს გამხელა მელიქ-
                         სურხავისათვის) ვაჭართა
                          საზოგადოების მორალი?
                     16. რას უწოდებს ფატმანი მო-
                          ღალატე ქმარს.რატომ?
                      17. როგორ შეხვდა ფატმანი
                           ავთანდილისაგან თავისი
                           ვინაობის გამხელას.რა თქვა
                           მან?
                       18.რას უწოდებს მადლიერი
                            ნესტანი ფატმანს? თქვენ
                            რას ფიქრობთ ამის შესახებ?
                     
  
   B  ფაზა - შინაარსის  რეალიზება
ჯგუფური  მუშაობა

კლასს  6 ჯგუფად  დავყოფ, თითოეულ ჯგუფს ავარჩევინებ „ვეფხისტყაოსნის“ ფატმანთან  დაკავშირებულ  რომელიმე  ეპიზოდს და დავასაბუთებინებ, რით  მიიქცია  ამ   ეპიზოდმა  მათი  ყურადღება,  აქვს  თუ  არა მას  თავისთავადი  მნიშვნელობა  ფატმანის  სრულად  დასახასიათებლად
     წინასწარ  შევარჩევ  ჟიურის, რომელიც შეაფასებს თითოეული  ჯგუფის  ნამუშევარს
 
      ბარათი   N1

ჭაშნაგირის  ეპიზოდში  ავთანდილი  ასრულებს    ფატმანის   დავალებას, კლავს  ჭაშნაგირს  ,  მოაჭრის  თითს  დადასტურად  მიაქვს  ფატმანთან
    როგორ  იხატება  ფატმან  ხათუნი  და ავთანდილი  ამ  ეპიზოდში,  რა  დაინახა  ავთანდილმა  ჭაშნაგირში  ისეთი,რამაც  ფატმანის  დავალების   შესრულება  გაუადვილა?იმსჯელეთ!
        
      ბარათი  N2

იზიარებთ  თუ  არა   მოსაზრებას, რომ  განსხვავებულ გარემოში  ფატმანიც  განსხვავებული ადამიანი  იქნებოდა? თქვენი  თვალსაზრისი  დაასაბუთეთ! ~
    
         ბარათიN3

ფატმანი სასიყვარულო   წერილს  წერს  ავთანდილს.როგორ   დაახასიათებდით ფატმანს  ამ ეპიზოდის  მიხედვით-როგორც 
სულით  ამაღლებულ   ადამიანს,წრფელ  მიჯნურს  თუ  სასიყვარულო  თავგადასავლებს  შეჩვეულ, სულსწრაფ  ქალს?  იმსჯელეთ!
      
       ბარათი  N  4
თქვენი აზრით,მიუთითებს თუ არა ფატმანის საერთო საერთო ლხინიდან განაპირება ვაჭართაგან მის განსხვავებულ სულიერ თვისებებზე?იმსჯელეთ.

           ბარათიN 5
მიგაჩნიათ თუ არა, რომ ფატმანი ვაჭარათა საზოგადოებაზე მაღლა დგას ზნეობრივად,ჯერ კიდევ ავთანდილთან შეხვედრამდე?რატომ? იმსჯელეთ.

           ბარათი N 6
იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ განსხვავებულ გარემოში ფატმანიც განსხვავებული ადამიანი იქნებოდა? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ფატმანის სულში მოხდა კათარსიზი,რეალიზება ვაჭარტაგან განსხავავებული ზეობრივი თვისებებისა.შეადარეთ იგი ასმათს.არის თუ არა ფატმანი თავგანწირული მეგობარი? იმსჯელეთ!

C ფაზა-გამთლიანება(რეფლექსია)

კლასში ვისმენთ ექვსივე ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ზეპირ პრეზენტაციებს,ვმსჯელობთ, ვამთლიანებთ პერსონაჟის პორტრეტს,მის მორალურ და სულიერ თვისებებს. ვასკვნით: ფატმანი იდეალური მეგობარია, რაც ძალიან მოგვწონს.
   განვაგრძობ მუშაობას კითხვა-პასუხის რეჟიმში.

1.       გსურთ თუ არა გყავდეთ ფატმანის მსგავსი მეგობარი?
2.       მიჯნური თუ გსურთ გყავდეთ ფატმანის მსგავსი? რატომ?
3.       რომელ თვისებაზე უნდა თქვას ფატმანმა უარი,რომ მისი პიროვნება ჩვენთვის ბოლომდე მისაღები გახდეს?
4.       რას უსურვებდით ფატმან-ხანუმს?
5.       რას იტყვით,რომ შევაფასოთ ფატმან-ხანუმი,როგორც გმირი(ანუ პოზიტიურად) თუ ,როგორც ანტიგმირი(ნეგატიურად)?






Комментариев нет:

Отправить комментарий